საზოგადოების გარემომცველი დედამიწის ბუნებრივი გარემოს ნაწილი, რომელიც ასე თუ ისე გარდაქმნილია ადამიანის მიერ და რომელთანაც საზოგადოება უშუალოდაა დაკავშირებული თავისი შრომითი საქმიანობით. დედამიწის ბუნებრივი გარემო მხოლოდ საზოგადოების გაჩენამ აქცია გეოგრაფიულ გარემოდ და ისიც მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოება ცხოვრობს.
ბუნებრივი გარემოს ის ელემენტები, რომლებიც ბუნებრივი ნივთიერებებისაგან არის შექმნილი ადამიანის ხელით, მაგრამ არა აქვს თვითგანვითარების უნარი, გეოგრაფიულ გარემოს არ შეადგენს (ქალაქები, ქარხნები, ჰესები და ა.შ).