გა გე გვ გო
გად გამ გან გარ გაუ

გარემო სოციალური

E. Social environment
Rus. Социальная среда
ადამიანის გარემომცველი და მისი ფორმირების, არსებობისა და საქმიანობისათვის საჭირო საზოგადოებრივ, მატერიალურ და სულიერ პირობათა ერთობლიობა.

ფართო გაგებით (მაკროგარემო) სოციალური გარემო მოიცავს საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სისტემას მთლიანობაში – საწარმოო ძალებს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა და ინსტიტუტების ერთობლიობას, საზოგადოებრივ ცნობიერებას, მოცემული საზოგადოების კულტურას. სოციალური გარემო ვიწრო გაგებით (მიკროგარემო), როგორც მთლიანი სოციალური გარემოს ელემენტი შეიცავს უშუალოდ ადამიანის სოციალურ გარემოცვას – ოჯახს, შრომით, სასწავლო და სხვა კოლექტივებსა და ჯგუფებს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9