გა გე გვ გო
გენ გეო გერ

გეოგრაფიული პოსიბილიზმი

E. Geographical possibilism
Rus. Географический поссибилизм
გეოგრაფიის მიმართულება, რომელიც განიხილავს გეოგრაფიულ გარემოს, როგორც ადამიანთა საქმიანობის შემზღუდველ და ცვალებადობის საწყისს. ამავე დროს, განვითარების ამა თუ იმ გზის არჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიულ პირობებს. წარმოებული „არჩევის“ შედეგად ყალიბდება ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის გარკვეული მიმართულება, იქმნება ესა თუ ის კულტურული ლანდშაფტი. ამასთან, გეოგრაფიული ვითარება, სადაც მიმდინარეობს „არჩევა“, წარმოდგება როგორც წინასწარ მოცემული და უცვლელი. გეოგრაფიული პოსიბილიზმი წარმოიქმნა XIX და XX ს. საზღვარზე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9