დემოგრაფიის დარგი ეთნოგრაფიისა და დემოგრაფიის მიჯნაზე. შეისწავლის ხალხების ან ეთნოსების აღწარმოების თავისებურებებსა და რაოდენობის დინამიკას.
ეთნიკური დემოგრაფია თავისი კვლევებისას ძირითადად იყენებს ეთნიკურ სტატისტიკას, მოსახლეობის აღწერის მასალებს, დემოგრაფიული და ეთნოგრაფიული სპეციალური გამოკვლევის შედეგებს და სხვა ისეთი მეცნიერებების მასალებსა და მონაცემებს, როგორიცაა სოციოლოგია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, მედიცინა და სხვა.
ეთნიკური დემოგრაფია როგორც მეცნიერული დისციპლინა ჩამოყალიბებას იწყებს XX ს. დასაწყისიდან. ეთნიკური დემოგრაფიის ჩამოყალიბება განაპირობა იმ მდგომარეობამ, რომ დემოგრაფიული ქცევა დაკავშირებულია მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებთან და ადათ-წესებთან. ამასთან, ზოგიერთი დემოგრაფიული პროცესის არსის გაგება შეუძლებელია ეთნოგრაფიული მასალის გამოყენებისა და დემოგრაფიული მონაცემების გარკვეულ ეთნოსთან დაკავშირების გარეშე.