და დე დი
დედ დევ დეზ დეი დემ

დემოგრაფია პოტენციური

E. Potential demography
Rus. Потенциальная демография
განიხილავს მოსახლეობას როგორც გარკვეული სასიცოცხლო პოტენციალის მატარებლების ერთობლიობას, რომელიც იზომება წელიწად-ადამიანებში. პოტენციური დემოგრაფიის მაჩვენებლებს საფუძვლად უდევს დრო, რომელშიც საშუალოდ მოსალოდნელია იცოცხლოს ყოველი ასაკის ერთობლიობის წარმომადგენელმა მოცემულ პერიოდში, მოსახლეობის შესასწავლ ჯგუფში, არსებული მოკვდაობის დონის შესაბამისად.

დემოგრაფია პოტენციურის ძირითად პრინციპებს საფუძვლად დაედო შვეიცარიელი დემოგრაფის ლ. ჰერშის შრომები, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა XX ს. 40-იანი წწ. მოყოლებული. პოტენციურ დემოგრაფიაში აღსანიშნავია პოლონელი დემოგრაფის ე. ფილროზეს შრომები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9