E. Sociological demographyRus. Социологическая демография დემოგრაფია სოციალური, დარგი, რომელიც ჩამოყალიბდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის მიჯნაზე. შეისწავლის დემოგრაფიული და სოციალური პროცესების ურთიერთგავლენას. სოციოლოგიური დემოგრაფია ყურადღებას უთმობს ძირითადად სოციალური ნორმების, დემოგრაფიული ქცევის სხვადასხვა სახეობის და მათი შესაბამისი განწყობებისა და ფაქტორების კვლევას. სოციოლოგიურ დემოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციოლოგიურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ მეთოდებს. დემოგრაფიული პროცესების თავისებურებათა და მათი განმაპირობებელი მექანიზმების სრულყოფილი ახსნა მოითხოვს სოციოლოგიური დემოგრაფიის მეთოდებისა და თეორიული ბაზის გამოყენებას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)