ადამიანთა თაობების ცვლის პროცესისა და მისი გამომწვევი ფაქტორების შესწავლა. კვლევის ობიექტის მიხედვით გამოყოფენ შობადობის, მოკვდაობის, ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტის, ოჯახის ცხოვრებისეული ციკლისა და მთლიანობაში მოსახლეობის აღწარმოების ანალიზს.
მიდგომის თვალსაზრისით ანსხვავებენ განივ და სიგრძივ ანალიზს.
დემოგრაფიული ანალიზის მიზანს წარმოადგენს მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების მასშტაბების შეფასება, მათი კანონზომიერებებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა-დადგენა, აგრეთვე მომავალი განვითარების ტენდენციათა გარკვევა. დემოგრაფიული ანალიზი, როგორც წესი, გულისხმობს შესასწავლი ობიექტების რაოდენობრივ შეფასებას მათი თვისებრივი თავისებურებების გათვალისწინებით.