| | |
დემოგრაფიული აფეთქება დროებითი მოვლენაა. დემოგრაფიული გადასვლის განვითარებასთან ერთად, შობადობისა და მოკვდაობის ტიპებისა და რეჟიმების დარღვეული შეთანხმებულობა თანდათან აღდგება და დემოგრაფიული აფეთქება წყვეტს თავის არსებობას.
აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიული გადასვლის ტემპები გარკვეულად დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და თუ ის შენელებულად მიმდინარეობს, მაშინ დემოგრაფიული აფეთქება დიდი ხნის მანძილზე შეიძლება იქნას შენარჩუნებული.
თავდაპირველად ტერმინი „დემოგრაფიული აფეთქება“ პუბლიცისტურ ლიტერატურაში გვხვდება 1950-იან წწ. დაწყებული მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი მატების პირობითი აღნიშვნისათვის. შემდგომში ის სამეცნიერო ლიტერატურაში მკვიდრდება და სადღეისოდ მიღებულია.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |