და დე დი
დედ დევ დეზ დეი დემ

დემოგრაფიული გაახალგაზრდავება

E. Demographicre juvenation
Rus. Демографическое омоложение
მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ბავშვების (0-14 წელი) ან ახალგაზრდების წილის ზრდა. დემოგრაფიული გაახალგაზრდავების ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ: შობადობის ზრდა და ჩვილთა და ბავშვთა მოკვდაობის შემცირება. დემოგრაფიული გაახალგაზრდავება შეიძლება გამოწვეულ იქნას ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის ინტენსიური იმიგრაციით.

დემოგრაფიული გადასვლის კონცეფციიდან გამომდინარე, დემოგრაფიული გაახალგაზრდავებას დროებითი ხასიათი გააჩნია და შემდგომში იცვლება მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურისათვის დამახასიათებელი ზოგადი კანონზომიერებით – დემოგრაფიული დაბერებით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9