და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული დაბერება

E. Demographic aging
Rus. Демографическое старение
მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ხანში შესული და მოხუცი ადამიანების წილის ზრდა. დემოგრაფიული დაბერების მიზეზია ხანგრძლივი ცვლილებები მოსახლეობის აღწარმოების ხასიათში.

ასხვავებენ „დაბერებას ქვემოდან“, რომელიც შობადობის კლების შედეგად ბავშვების რაოდენობის შემცირებით განისაზღვრება და „დაბერებას ზემოდან“, რომელიც გამოწვეულია მოხუცებულობის ასაკში მოკვდაობის დონის შემცირებით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით, რასაც მოჰყვება მოხუცი ადამიანების რაოდენობისა და წილის ზრდა: აღმოჩნდა, რომ დემოგრაფიული დაბერებას ძირითადად განაპირობებს „დაბერება ქვემოდან“. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა ნაკლებად მოქმედებს დემოგრაფიულ დაბერებაზე, ვინაიდან მისი განმაპირობებელი მოკვდაობის შემცირება ძირითადად ბავშვების ასაკს ეხება, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობს მოსახლეობის გაახალგაზრდავებას.

დემოგრაფიული დაბერება შემჩნეულ იქნა XIX ს. ბოლოს, მაგრამ მისი მნიშვნელობის, მასშტაბებისა და მიზეზების გაცნობიერება დაიწყო მხოლოდ XX ს. მეორე ნახევარში.

დემოგრაფიული დაბერების პროცესის შეფასებისათვის შემუშავებულია სხვადასხვა სკალა. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სკალაა ჟ. ბოჟე-გარნიეს მიერ შემუშავებული და ე. როსეტის მიერ განვითარებული სკალა.

65 წლისა და უფროსი ასაკის პირთა რაოდენობის ფარდობითი შეფასებისათვის გაეროს დემოგრაფების მიერ შემუშავებულია სამ საფეხურიანი სკალა: 4% ნაკლები – ახალგაზრდა მოსახლეობა; 4-7% - მოსახლეობა სიბერის კარიბჭეზე; 7%-ზე მეტი – დაბერებული მოსახლეობა.


I     8-ზე ნაკლები        დემოგრაფიული სიყმაწვილე
II    8-დან 10-მდე        სიბერის პირველი კარიბჭე
III   10-დან 12-მდე       საკუთრივ სიბერის კარიბჭე
IV    12 და მეტი          დემოგრაფიული სიბერე
      12-დან 14-მდე       დემოგრაფიული სიბერის საწყისი დონე
      14-დან 16-მდე       საშუალო დონე
      16-დან 18-მდე       მაღალი დონე
      18 და მეტი          ძალიან მაღალი დონე

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9