აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
აგლ

აგლომერაცია

E. Agglomeration
Rus. Агломерация
ქალაქებისათვის დამახასიათებელი დასახლებული პუნქტების კომპაქტური, სივრცითი დაჯგუფება მრავალმხრივი ინტენსიური ურთიერთკავშირებით, გაერთიანებული რთულ მრავალკომპონენტიან სისტემაში. აგლომერაცია წარმოიქმნება მსხვილი ქალაქის ბირთვის (ან რამდენიმე ქალაქის ბირთვის) ფუნქციური და სივრცითი განვითარების საფუძველზე. გამოყოფენ მონოცენტრულ აგლომერაციას – ერთი ქალაქის ბირთვით და პოლიცენტრულ აგლომერაციას – რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ქალაქის ბირთვით. აგლომერაცია გამოირჩევა მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, საწარმოთა, ინფრასტრუქტურის ობიექტების, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებათა და სხვა ტერიტორიული კონცენტრაციით. აგლომერაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემომცველ ტერიტორიაზე, ცვლის მის ეკონომიკურ სტრუქტურასა და მოსახლეობის ცხოვრების წესს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9