და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული განვითარება

E. Demographic development
Rus. Демографическое развитие
დემოგრაფიული პროცესებისა და მოსახლეობის აღწარმოების რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება მოსახლეობის ერთი მდგომარეობიდან სხვა რაოდენობრივ-თვისებრივ მდგომარეობაში გადასვლა.

დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისას დემოგრაფიული განვითარება შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პროცესი, რომლის დროსაც მოსახლეობის აღწარმოებისა (აგრეთვე ქორწინებისა და განქორწინების) და მიგრაციის რეგულირებით მიიღწევა მოსახლეობის რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვალებადობა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9