წარმოადგენს დემოგრაფიული გადასვლის კონცეფციის ერთ-ერთ ნაირსახეობას. სამ და ოთხ სტადიანი მოდელებისაგან განსხვავებით, მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის კომპონენტების ცვალებადობას ის განიხილავს ხუთი საფეხურის სახით. დემოგრაფიული გადასვლის მოდიფიცირებული მოდელი ეხება მოსახლეობის აღწარმოების მხოლოდ თანამედროვე ტიპს.
პირველი სტადია შეესაბამება ინდუსტრიამდელი რევოლუციის პერიოდის საზოგადოების განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ დონეს, როდესაც შობადობისა და მოკვდაობის მაღალი დონის გამო მოსახლეობის ბუნებრივი მატება ძალიან დაბალი იყო. შემდგომში, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შედეგად, იწყება მოკვდაობის შემცირება (15‰ -მდე), ხოლო შობადობის დონე კი კვლავ მაღალი რჩება, რასაც მოჰყვა მოსახლეობის ბუნებრივი მატების სწრაფი ზრდა (II სტადია). მესამე სტადიის დროს იწყება შობადობის დონის შემცირება, ხოლო მოკვდაობა სტაბილიზდება დაბალ დონეზე (5-10‰). მოსახლეობის ბუნებრივი მატება ამ სტადიაში ყველაზე მაღალია (25-30‰ -ზე მეტი). მეოთხე სტადიას ახასიათებს შობადობის დონის სწრაფი კლება (14-15‰-მდე) და მოკვდაობის სტაბილური დონე (10‰ -მდე), რის შედეგადაც ბუნებრივი მატება მცირდება დაბალ დონემდე (5-10%ი) საბოლოო, მეხუთე სტადიაში კი, შობადობა და მოკვდაობა სტაბილიზდება 15‰ -ის დონემდე, რის შედეგადაც მოსახლეობის ბუნებრივი მატება ხდება ყველაზე დაბალი. შობადობის დონის კლების შედეგად გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა გაუარესდება, მოკვდაობა გაიზრდება და შეიძლება შობადობასაც გადააჭარბოს. ამიტომ მომავალში მოსალოდნელია მოსახლეობის ბუნებრივი მატების ნულოვანი დონე ან ძალიან უმნიშვნელო მატება (ან კლებაც კი).
დემოგრაფიული გადასვლის მოდიფიცირებული მოდელი შემოთავაზებულ იქნა ვ. გუჯაბიძის მიერ 1979 წ.