მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწარმოების ტიპი

E. Population reproduction type
Rus. Тип воспроизводства населения
კატეგორია, რომელიც ასახავს მოსახლეობის აღწარმოების ყველაზე მნიშვნელოვან თვისებრივ მხარეებს მეტ-ნაკლებად მსგავს ისტორიულ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა პირობებში. მოსახლეობის აღწარმოების ტიპი მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმთან და განსაზღვრავს იმ საზღვრებს, რომელშიც შეიძლება იცვლებოდეს აღწარმოების პროცესის რაოდენობრივი მახასიათებლები. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსახლეობის აღწარმოების ტიპის იდენტიფიკაციისათვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულ იქნება მათი მთელი სისტემა, რადგან რომელიმე ცალკეული მაჩვენებელი შეიძლება ერთნაირი იყოს სხვადასხვა მოსახლეობის აღწარმოების ტიპისთვის.

თითოეული მოსახლეობის აღწარმოების ტიპის ჩამოყალიბება და განვითარება იმავე დროს არის შესაბამისი შობადობისა და მოკვდაობის ტიპის ჩამოყალიბება და განვითარება.

სხვადასხვა მოსახლეობის აღწარმოების ტიპი წარმოადგენს კაცობრიობის დემოგრაფიული ისტორიის თანმიმდევრულ ეტაპებს. ამასთან დაკავშირებით გამოყოფდნენ სამ მოსახლეობის აღწარმოების ტიპს – არქეტიპს, ტრადიციულს და თანამედროვეს. დემოგრაფების ნაწილი გამოყოფს მეოთხე მოსახლეობის აღწარმოების ტიპს – უახლესს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9