| | |
I ფაზის დროს მოკვდაობა უფრო მნიშვნელოვნად კლებულობს, ვიდრე შობადობა, რაც იწვევს მოსახლეობის ბუნებრივი მატების სწრაფ ზრდას.
II ფაზის დროს მოკვდაობის კლება გრძელდება და ფაზის ბოლოსათვის მიიღწევა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ამავე დროს კლებას იწყებს შობადობა. შობადობის კლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოკვდაობისა, ამიტომ მოსახლეობის ბუნებრივი მატება თანდათან ნელდება.
III ფაზის დროს იზრდება მოკვდაობა. ეს ზრდა გამოწვეულია ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებით (დემოგრაფიული დაბერებით). შობადობის შემცირება ნელდება და ფაზის ბოლოს აღწევს მარტივი აღწარმოებისათვის საჭირო დონეს. თუმცა იმავე დროს მოკვდაობა მაინც უფრო ნაკლებია შობადობაზე.
IV ფაზის დროს მოკვდაობა იზრდება და აღწევს შობადობის დონეს – დაახლოებით 13-ს მოსახლეობის 1000 სულზე. ამით დემოგრაფიული სტაბილიზაციის პროცესი უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა უნდა შეწყდეს და ერთ უცვლელ დონეზე დარჩეს.
დემოგრაფების ნაწილი მიიჩნევს, რომ IV ფაზის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია V ფაზის დადგომა. მის დროს შობადობის ძლიერი კლების შედეგად იწყება მოსახლეობის რაოდენობის შემცირება.
დემოგრაფთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ IV ფაზის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია თვისებრივად ახალი მოსახლეობის აღწარმოების ტიპი,რომლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იქნება დეპოპულაცია.
მოცემული სქემა ასახავს დემოგრაფიული განვითარების მთავარ მიმართულებას, მაგრამ არ გამორიცხავს გარკვეულ ცვალებადობასა და გადახრას ძირითადი ტენდენციებისაგან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |