შე შვ შთ ში შო შრ
შობ

შობადობის კონცეფცია დევის-ბლეიკისა

E. Devis-Blake concept of fertility
Rus. Концепция рождаемости Дэвиса-Блейка
წარმოადგენს დემოგრაფიული გადასვლის კონცეფციის ნაირსახეობას. იგი უარყოფს ჰომეოსტატური რეგულირების იდეას და ეფუძნება მოკვდაობის დინამიკისაგან შობადობის ევოლუციის ფარდობითი დამოუკიდებლობის წანამძღვარს.

ამ კონცეფციაში მოსახლეობის აღწარმოების ორივე კომპონენტი განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, მაგრამ ამ დეტერმინაციის მექანიზმები განსხვავებულია შობადობისა და მოკვდაობის შემთხვევაში.

შობადობის კონცეფცია დევის-ბლეიკის მიხედვით აგრარული საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაცია განაპირობებს მრავალშვილიანობის სუბიექტურ რაციონალობას, მათ შორის მის ეკონომიკურ სარგებლობას. აქედან გამომდინარეობს, რომ შობადობის ტიპის შეცვლა დამოკიდებულია არა იმდენად მოკვდაობის შემცირებაზე, რამდენადაც ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებზე, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივი წარმოების ინდუსტრიული ტიპის ორგანიზაციას.

მოცემული კონცეფცია შემოთავაზებულ იქნა ამერიკელი დემოგრაფების კ. დევიდისა და ჯ. ბლეიკის მშიერ 1949-1956 წწ. ნაშრომებში.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9