წარმოადგენს დემოგრაფიული გადასვლის კონცეფციის ნაირსახეობას. ამ კონცეფციის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილებების იდენტურობისა და სოციალურად განსაზღვრული მინების ბუნებიდან გამომდინარე, შობადობას ყოველ საზოგადოებაში აქვს რაციონალური ხასიათი. შემგროვებელთა, მონადირეთა და მომთაბარე მესაქონლეთა „პრიმიტიული“ საზოგადოება და ტრადიციული საზოგადოება ახალისებს მაღალ შობადობას. ამისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს „სიმდიდრის ნაკადს“ (ეკონომიკური სარგებლობა, რომელიც მიიღება სიცოცხლის მანძილზე პროდუქტების, ფულის, შრომის, მომსახურების, დაცვის, გარანტიების, სოციალური და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით). ეს „სიმდიდრის ნაკადი“ შეიძლება მიმართული იყოს უმცროსი თაობიდან უფროსზე ან პირიქით. რეპროდუქციული ქცევის ტიპისათვის მნიშვნელოვანია ამ „ნაკადის“ მიმართულება. როდესაც „ნაკადი“ მიემართება ზევით, ე.ი. უფროსი თაობისაკენ, მაშინ არსებობს დაინტერესება მრავალრიცხოვან შთამომავლობაში და მიმდინარეობს შესაბამისი რეპროდუქციული ქცევა. რომელიც განსაზღვრავს შობადობის მაღალ დონეს. როდესაც „ნაკადი“ მიემართება ქვემოთ, ე.ი. უმცროსი თაობისაკენ, მაშინ დაინტერესებას მრავალრიცხოვან თაობაში ადგილი არა აქეს, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეპროდუქციული ქცევა, რომელიც განსაზღვრავს შობადობის დაბალ დონეს. „პრიმიტიულ“ და ტრადიციულ საზოგადოებაში „სიმდიდრის ნაკადი“ მიემართება ქვემოდან ზემოთ, ხოლო ინდუსტრიულში – მშობლებიდან შვილებისაკენ, რაც იწვევს მათ შორის რეპროდუქციული ქცევის განსხვავებას.
შობადობის კონცეფცია კოლდუელისა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს აგრეთვე ოჯახის ეკონომიკურ სტრუქტურას და საზოგადოების „კულტურულ სუბსტრუქტურას“. შობადობის კონცეფცია კოლდუელისა მიხედვით რეპროდუქციული ქცევის ტიპის ცვლილებისათვის მნიშვნელობა აქვს ოჯახური წარმოების წესიდან კაპიტალისტურზე გადასვლასა და ბოლოს, შობადობის კონცეფცია კოლდუელისა მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს „კულტურული სუპერ სტრუქტურა“, რომლის ცვლილებას მოჰყვება რეპროდუქციული ქცევის ახალი ნიმუშების მიღება. ამ ურთიერთქმედებაში გადამცემ რგოლს წარმოადგენს თაობათაშორისი „სიმდიდრის ნაკადი“.
მოცემული კონცეფცია შემოთავაზებულ იქნა ავსტრალიელი დემოგრაფისა და სოციოლოგის ჯ. კოლდუელის მიერ 1976-1981 წწ. ნაშრომებში.