პა პე პო პრ პუ
პალ პან პაპ პას პატ

პალეოდემოგრაფია

E. Palaeodemography
Rus. Палеодемография
მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის უძველეს ადამიანურ ერთობებში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებს. წარმოადგენს ისტორიული დემოგრაფიის ნაწილს. პალეოდემოგრაფიის ინფორმაციულ ბაზას შეადგენს შემდეგი წყაროები: წერილობითი (აღწერების დოკუმენტები, ეპიტაფიები), პალეოანთროპოლოგიური (ადამიანის ნამარხი ჩონჩხების ანალიზის შედეგები), ეთნოარქეოლოგიური (ეთნოგრაფიული დაკვირვებები, ექსტრაპოლირებული უძველეს ისტორიაზე). პალეოდემოგრაფია დაკავებულია ამ წყაროების შესწავლით და მოიცავს საზოგადოების განვითარების მთელ დამწერლობამდელ პერიოდსაც. წყაროების თავისებურება განსაზღვრავს პალეოდემოგრაფიას როგორც არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიისა და დემოგრაფიის მიჯნაზე მყოფ დარგს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9