E. Demographic divisionRus. Демографическое районирование ტერიტორიის დაყოფა მსგავსი დემოგრაფიული მახასიათებლების ზონებად. დემოგრაფიული დარაიონება წარმოებს მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლების, მიგრაციის ინტენსივობისა და მოსახლეობის სტრუქტურის სხვადასხვა ტიპის მიხედვით. დემოგრაფიული დარაიონება ხელს უწყობს შესასწავლ ტერიტორიაზე დემოგრაფიული პროცესების გამოვლენას სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)