| | |
დემოგრაფიული თვალსაზრისით მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ასაკობრივი წარსულის მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის და მიგრაციის ევოლუციის შედეგია და ამასთანავე მომავალი დემოგრაფიული განვითარების დამოუკიდებელი კომპონენტია.
შვედმა დემოგრაფმა გ. სუნდბერგმა გამოყო მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ასაკობრივი სამი ძირითადი ტიპი:
1) პროგრესული – მოსახლეობის მთელ რაოდენობაში ბავშვების დიდი წილით, რომელსაც შეესაბამება მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაღალი მაჩვენებელი;
2) სტაციონარული – მთელ მოსახლეობაში საბავშვო და მოხუცებულობის ასაკობრივი ჯგუფების თითქმის გაწონასწორებული წილი. ასეთი სტრუქტურის მქონე მოსახლეობის ბუნებრივი მატება ძალიან უმნიშვნელოა ან უცვლელ დონეზე იმყოფება (სტაციონარული);
3) რეგრესული – მთელ მოსახლეობაში ხანდაზმული და მოხუცებულობის ასაკის ადამიანების შედარებით დიდი წილი. მას შეესაბამება მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოება.
მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ასაკობრივის ტიპების ამგვარი გამოყოფა ფართოდ არის გავრცელებული დემოგრაფიაში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |