იზ იმ ინ იძ
ინდ ინვ ინტ ინფ ინც

ინდექსი ბორისოვისა

E. Borisov index
Rus. Индекс Борисова
ინდექსი ბორისოვისა, ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზური მინიმუმის (ბშჰმ) რეალიზაციის ფარდობითი ხარისხი

წარმოადგენს შობადობის ზოგადი კოეფიციენტის შეფარდებას ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზური მინიმუმთან; გამოისახება პროცენტებში. ბორისოვის ინდექსი უჩვენებს, თუ რა ზომით წარმოებს მოსახლეობაში ან მის ცალკეულ ჯგუფებში პოტენციურად შესაძლებელი შობადობის რეალიზაცია. ამასთან, როდესაც ბორისოვის ინდექსი 100%-ის ფარგლებშია (ან აღემატება 100%-ს) შეიძლება დავასკვნათ, რომ პრაქტიკულად ადგილი არა აქვს ბავშვთა შობის შიგაოჯახურ რეგულირებას. მაგ. XIX ს. ბოლოს ბორისოვის ინდექსი საქართველოში შეადგინა 68,2%, 1979 წ. – 41,2%, ხოლო 2002 წელს – 20,9%. ბორისოვის ინდექსი თავის სახელწოდებას იღებს დემოგრაფ ვ. ბორისოვისაგან, რომლის მიერაც იყო იგი შემოთავაზებული 1976 წელს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9