მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოკვდაობა პროფესიული

E. Professional mortality
Rus. Профессиональная смертность
გულისხმობს მოკვდაობის დიფერენციაციას დასაქმების სახეების მიხედვით სხვა ნიშნების (სქესი, ასაკი და სხვ.) გათვალისწინებით. მოკვდაობის შესწავლის ერთ-ერთი მიმართულება. შესაბამისი სტატისტიკური მასალის დამუშავების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მოკვდაობა პროფესიულის ასაკობრივ-სქესობრივი კოეფიციენტების გაანგარიშება და ანალიზი. მოკვდაობა პროფესიულის ანალიზი შეიძლება შეიცავდეს არა მარტო უფროსი ასაკის მოსახლეობის მოკვდაობის კვლევას, არამედ მკვდრადშობადობისა და ახალდაბადებულთა მოკვდაობასაც მათი მშობლების დასაქმების მიხედვით. მოკვდაობა პროფესიულის ანალიზისას დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებათა სწორ კლასიფიკაციას. პირველად მოკვდაობა პროფესიულის დემოგრაფიული გამოკვლევა ჩატარებულ იქნა ინგლისელი დემოგრაფის უილიამ ფარის მიერ ინგლისისა და უელსის 1861 წლის აღწერის მონაცემებისა და 1860-1861 წწ. მოკვდაობის რეგისტრაციის საფუძველზე. მოკვდაობა პროფესიული დიფერენციული მოკვდაობის შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9