ანსხვავებენ მოსახლეობის ჯანმრთელობას და ადამიანის ჯანმრთელობას. მოსახლეობის ჯანმრთელობა წარმოადგენს საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან პირობასა და მაჩვენებელს. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობენ დემოგრაფიული პროცესებიდან (შობადობა, მოკვდაობა, ჩვილთა მოკვდაობა), ადამიანის ფიზიკური განვითარების დონისა და ავადობიდან გამომდინარე. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოქმედებს სოციალურ-ჰიგიენური, ბუნებრივ-კლიმატური და სხვა ფაქტორები. ადამიანის ჯანმრთელობის ცნება არ არის მკაცრად დეტერმინირებული, რაც განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების მრავალფეროვნებით და ორგანიზმის ცხოველქმედების ძირითადი მაჩვენებლების ინდივიდუალურ რხევათა ფართო დიაპაზონით. პრაქტიკული და თეორიული მედიცინისათვის მნიშვნელობა აქვს იმ „ნორმების“ განსაზღვრას, რომლებისგანაც გადახრა შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფობად.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)