და დე დი დრ დღ
დია დის დიფ

დიფერენციული მოკვდაობა

E. Differential mortality
Rus. Дифференциальная смертность
მიმართულება მოკვდაობის დემოგრაფიულ ანალიზში. ეფუძნება ცალკეული დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების მოკვდაობის დონეში განსხვავებების შესწავლას. ფორმალურად დიფერენციული მოკვდაობის ანალიზს მიეკუთვნება მისი ასაკობრივ-სქესობრივი განსხვავებების შესწავლა. პრაქტიკულად დიფერენციული მოკვდაობას მიაკუთვნებენ მოკვდაობის რასობრივ, ეთნიკურ, სარწმუნოებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ქორწინებითი მდგომარეობის და ა.შ. განსხვავებათა შესწავლას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9