ადამიანის შინაგანი განცდა, რომელიც რეპროდუქციული ქცევის საკითხში აფართოებს მისი ცნობიერების ჰორიზონტს. წარმოდგენა ოჯახში ბავშვების რაოდენობის შესახებ წარმოსახვითი ხასიათისაა და მასში მოცემულია ახლის განცდა, რომელიც ამასთანავე ეხება მის შესაძლებელ რეპროდუქციულ მომავალს.
წარმოდგენა ოჯახში ბავშვების რაოდენობის შესახების აღმოცენება და ჩამოყალიბება დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებსა და გარემო პირობებზე მისი პირველადი აღმოცენების ასაკად. ცალკეულ შემთხვევაში, 5 წელზე ნაკლებიც კი იყო დაფიქსირებული. წარმოდგენა ოჯახში ბავშვების რაოდენობის შესახებ ფორმირების პროცესი 10-12 წლის ასაკამდე ნელა მიმდინარეობს და ამ პერიოდში ძირითადად ფუნქციურ ტენდენციასთანაა დაკავშირებული. შემდგომში წარმოდგენა ოჯახში ბავშვების რაოდენობის შესახებ, ჩამოყალიბების პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი ფორმირება ურთიერთკავშირშია სოციალიზაციასთან. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით (დასახელებული ბავშვების რაოდენობის მიხედვით) წარმოდგენა ოჯახში ბავშვების რაოდენობის შესახებ სტაბილური ხასიათი უკვე დაბალ ასაკშივე აქვს.