E. Ulpianus tableRus. Таблица Ульпиана მოკვდაობის ცხრილებიდან ჩვენამდე მოღწეული უძველესი ცხრილი. ატარებს მისი შემდგენლის, ცნობილი რომაელი იურისტის დომიციუს ულპიანეს (დაახლოებით 170-228 წ.) სახელს. ცხრილი ულპიანესის მიზანს შეადგენდა წლების იმ რაოდენობის განსაზღვრა, რომლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უნდა გადაეხადათ მუდმივი რენტა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)