ცე ცი ცო ცხ
ცხო ცხრ

ცხრილები შობადობისა

E. Fertility tables
Rus. Таблицы рождаемости
მაჩვენებელთა მოწესრიგებული რიგი, რომელიც აჩვენებს ქალების რომელიმე ერთობლიობაში ბავშვთა შობის პროცესის სიხშირესა და სხვა მახასიათებლების დროში ცვლილებას. ცხრილები შობადობისა წარმოადგენენ რეალური ან ჰიპოთეზური კოჰორტის შობადობის რიცხვით მოდელს. ცხრილები შობადობისა შესაძლებლობას იძლევიან: სრულად იქნას აღწერილი შობადობის პროცესი ჩამოყალიბებული დემოგრაფიული სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლად, უშუალოდ იქნას შედარებული როგორც სხვადასხვა მოსახლეობის შობადობა, ასევე ერთი და იგივე მოსახლეობაში შობადობის დონის დინამიკა, შესწავლილ იქნას შობადობის პროცესის შინაგანი კანონზომიერებები და გამოვლენილ იქნას მისი დამახასიათებელი თავისებურებები, მოყვანილი მონაცემები გამოყენებულ იქნას მოსახლეობის პერსპექტიული გაანგარიშებისათვის.

ზოგადი ცხრილები შობადობისა აიგებიან დაბადების რიგითობის გაუთვალისწინებლად. მათში მაჩვენებლების ნაწილი ახასიათებს შობადობის დონეს სხვა დემოგრაფიული პროცესებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო ნაწილი – მოკვდაობის გათვალისწინებით. სპეციალური ცხრილები შობადობისა აიგებიან დაბადების რიგითობის გათვალისწინებით. ისინი ახასიათებენ შობადობას დაბადებული ბავშვების რაოდენობის მხედველობაში მიღებით. სპეციალური ცხრილები შობადობისა შეიძლება იყოს ორი სახის: როდესაც სკალად აღებულია ასაკი და როდესაც სკალად აღებულია წინა დაბადებიდან გასული ინტერვალი.

როგორც ზოგადი, ისევე სპეციალური ცხრილები შობადობისა შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ყველა ქალისათვის ან მხოლოდ დაქორწინებული ქალებისათვის. უკანასკნელ შემთხვევაში აგებული ცხრილები ცნობილია ქორწინების პროდუქტიულობის ცხრილების სახელით.

ზოგადი ცხრილები შობადობისა ყველა ქალისათვის აგების ძირითადი იდეები შემოთავაზებულ იქნა 1884 წელს რ. ბეკის მიერ, ხოლო დაქორწინებული ქალებისათვის – 1932 წელს კ. ჯინის მიერ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9