მაჩვენებელთა მოწესრიგებული თანმიმდევრობა, რომელიც ახასიათებს რომელიმე ერთობლიობაში მეუღლის სიკვდილის ან ქორწინების გაუქმების შედეგად ქორწინებების დროთა განმავლობაში შეწყვეტას. ცხრილები ქორწინების შეწყვეტისა ძირითადი დანიშნულებაა – ქორწინების შეწყვეტის პროცესის ანალიზი და მასზე განქორწინებისა და დაქვრივების შედარებითი გავლენის გარკვევა საქორწინო კოჰორტისა და მოსახლეობის სხვა თავისებურებებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე მათი გამოყენება ოჯახებისა და მოსახლეობის ოჯახური სტრუქტურის პროგნოზისათვის.
ცხრილები ქორწინების შეწყვეტისა არის ორი სახის – ზოგადი და სპეციალური ზოგადი ცხრილები ქორწინების შეწყვეტისა აიგება სხვადასხვა ასაკის შეხამებით. ქორწინების შეწყვეტის ცხრილების აგებისათვის საჭიროა ცნობები მამაკაცებისა და ქალების მოკვდაობის შესახებ ქორწინების ხანგრძლივობის მიხედვით და ანალოგიური მონაცემები განქორწინების შესახებ. ხილო სპეციალური ცხრილებისათვის – ერთიც და მეორეც დაქორწინებულ ქალ-ვაჟის ასაკის შეხამებით.
ქორწინების შეწყვეტის ცხრილების აგების პირველი ცდები XVII ს. მეორე ნახევარში განხორციელდა