ცე ცი ცო ცხ
ცხო ცხრ

ცხრილები მოკვდაობისა ჰიპოთეზური თაობისა

E. Hypothetical cohort life tables
Rus. Гипотетического поколения таблицы смертности
ურთიერთდაკავშირებულ მაჩვენებელთა მოწესრიგებული რიგი, რომელიც უჩვენებს ასაკთან ერთად, სიკვდილის შედეგად, დაბადებულთა რომელიმე პირობითი ერთობლიობის შემცირებას, რომლებმაც მთელი სიცოცხლე იცოცხლეს მოცემული კალენდარული პერიოდისათვის დამახასიათებელი მოკვდაობის ასაკობრივი ინტენსივობის პირობებში, მოკვდაობის ასაკობრივი ინტენსივობის დაფიქსირებული მაჩვენებლების საფუძველზე განისაზღვრება ჰიპოთეზური თაობის მიღწევა ყოველ ასაკამდე. საწყის მაჩვენებლად ცხრილები მოკვდაობისა ჰიპოთეზური თაობისა გამოსაანგარიშებლად გამოიყენება მოკვდაობის ასაკობრივი კოეფიციენტები ან გარდაცვალების ალბათობები. ცხრილები მოკვდაობისა ჰიპოთეზური თაობისა ახასიათებენ მოკვდაობის დონეს კალენდარულ პერიოდში, ხოლო მოკვდაობის ცვლილების პირობებში კი მიახლოებითაც ვერ ასახავენ მოცემულ პერიოდში მცხოვრები თაობების მოკვდაობის დონეს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9