ცე ცი ცო ცხ
ცხო ცხრ

ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) კოული-დემენისა

E. Coale-Demeny model life tables
Rus. Типовые таблицы смертности Коула-Демена
მოკვდაობის მოდელური ცხრილების ერთ-ერთი სისტემა. საფუძვლად დაედო მოკვდაობის 326 ცხრილის სტატისტიკური გამოკვლევა, რომლის დროსაც ასაკობრივი გარდაცვალების ალბათობები და მათი ლოგარითმები წარმოდგენილ იქნენ როგორც ერთი პარამეტრის ფუნქციები, რომელიც ზომავდა მოკვდაობის საერთო დონეს. ასეთ პარამეტრად აღებულ იქნა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5 წლის ასაკში. ცხრილების მონაცემების საშუალო მნიშვნელობებიდან გადახრის ანალიზის საფუძველზე შედგენილ იქნა მოკვდაობის მოდელური ცხრილების 4 რეგიონული სისტემა: „დასავლეთი“ (რომელმაც ყველაზე მეტი გამოყენება ჰპოვა დემოგრაფიულ გამოკვლევებში), „ჩრდილოეთი“, „სამხრეთი“ და „აღმოსავლეთი“. ისინი ძირითადად ასახავენ განვითარებული ქვეყნების (უმთავრესად დასავლეთ ევროპის) მონაცემებს, რაც ართულებს მათ გამოყენებას განვითარებადი ქვეყნებისათვის. ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) კოული-დემენისა გამოქვეყნებულ იქნა ა. კოულისა და პ. დემენის ავტორობით 1966 წელს. 1989 წელს გამოქვეყნებულ იქნა დამატებითი ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) კოული-დემენისა, რომელშიც გათვალისწინებულია მოკვდაობის თანამედროვე ტენდენციები.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9