E. UN model life tables(1955)Rus. Типовые таблицы смертности ООН (1955) მოკვდაობის მოდელური ცხრილების ერთ-ერთი სისტემა. შემუშავებულ იქნა 1955 წელს გაეროს ექსპერტების მიერ, მოკვდაობის 158 სხვადასხვა ცხრილის სტატისტიკური დამუშავების გზით. მათ საფუძველზე აგებულ იქნა 40 ცხრილისაგან შემდგარი მოკვდაობის მოდელური ცხრილების სისტემა, რომელიც მოწესრიგებულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდისა (18-დან 75 წლამდე) და მოკვდაობის დონის მიხედვით. ცხრილები შეიცავენ ცოცხლად დარჩენილთა რიცხვსა და გარდაცვალების ალბათობას 0-დან 85 და უფროსი ასაკებისათვის 5-წლიანი ინტერვალით, ორივე სქესისათვის ცალ-ცალკე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)