ცე ცი ცო ცხ
ცხო ცხრ

ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური)

E. Model life tables
Rus. Типовые таблицы смертности
მოკვდაობის ცხრილების სისტემა, რომელთაგან თითოეული ასახავს ასაკთან ერთად მოკვდაობის ინტენსივობის ცვლილებას მსგავსი ამოწყდომის რიგითობის მქონე მოსახლეობისათვის. მოკვდაობის ცხრილები, რომლებიც შედიან მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) ცხრილების სისტემაში შეიძლება განსხვავდებოდნენ რიგი პარამეტრებით, რომელთა შორის, როგორც წესი, შედის მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) -ის რიგი, რომელიც მოწესრიგებულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება განვიხილოთ როგორც ამოწყდომის რიგითობის ევოლუციის მოდელი მოკვდაობის ტრადიციული ტიპიდან თანამედროვეზე გადასვლისას.

ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) უმრავლეს შემთხვევაში აიგება ცალ-ცალკე ყოველი სქესისათვის და წარმოადგენს წყვილადი ცხრილების სისტემას, სადაც ყოველ „მამრობით“ ცხრილს შეესაბამება ერთი „მდედრობითი“ ცხრილი. ითვლება, რომ ასეთი წყვილადი სისტემა ასახავს მამაკაცებისა და ქალების მოკვდაობის ყველაზე ტიპურ თანაფარდობას.

ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) დემოგრაფიაში გამოიყენება მოკვდაობის დემოგრაფიული ანალიზისას ასაკობრივი მოკვდაობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შეფასებისათვის (იმ ქვეყნებში, სადაც გარდაცვლილთა არასანდო აღრიცხვაა), დემოგრაფიული პროგნოზის შემუშავებისას.

ც.მ.მ.(ტ.)-ის აგების ერთ-ერთი პირველი, ფართოდ ცნობილი ცდა ეკუთვნის ფ. ნოუტსტაინს 1944 წელს. იმ დროს გამოიცა ფ.ნოუტსტაინის და მისი თანამშრომლების მონოგრაფია „ევროპისა და საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მომავალი“, სადაც განხილული იყო მოკვდაობის ასაკობრივი განაწილება და მისი ტენდენციები, რომელსაც მოკვდაობა გაივლის მაღლიდან დაბალ დონემდე. კონკრეტულად განზოგადება წარმოდგენილია ხაზოვანი რეგრესიის დამოკიდებულების სახით. მოცემულ შემთხვევაში გამოიყენება რეგრესიის ერთი პარამეტრი. ამიტომ ინტერპრეტაცია შედარებით ადვილია: მოკვდაობის ევოლუცია ერთ ხაზს მიჰყვება, რომელიც რეგრესიული დამოკიდებულებით აღიწერება. მისგან გამომდინარეობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბლიდან მაღალ დონემდე მსგავს გზას გაივლის.

ცნობილია აგრეთვე ფრანგული დემოგრაფიული სკოლის ცხრილები მოკვდაობისა მოდელური (ტიპური) . მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, გულისხმობენ ს. ლედერმანისა და ჟ. ბრეას მოდელურ ცხრილებს, რომლებიც ფაქტორულ ანალიზს ეფუძნება. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი გახდა სამი მთავარი კომპონენტის გამოყოფა, რომლებიც მოკვდაობის ვარიაციის 92.6% ხსნიდა.

ასევე ცნობილია ბურჟუა-პიშას, კოულ-დემენის, გაეროსა და სხვა ც.მ.მ.(ტ).-ბი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9