ცე ცი ცო ცხ
ცხო ცხრ

ცხრილები მოკვდაობისა სრული

E. Complete life tables
Rus. Полные таблицы смертности
მოკვდაობის ცხრილები, რომლებიც გაანგარიშებულია ერთწლიანი ასაკობრივი ინტერვალებით. მოკვდაობის ცხრილების ეს ნაირსახეობა ყველაზე ზუსტ წარმოდგენას იძლევა ასაკობრივი მოკვდაობის ინტენსივობაზე. ცხრილები მოკვდაობისა სრული გაანგარიშებისას სიცოცხლის პირველ წელს ზოგჯერ ყოფენ უფრო წერილ ასაკობრივ ინტერვალებად (მაგ. თვეების მიხედვით). ცხრილები მოკვდაობისა სრული აიგება ერთწლიანი ასაკობრივი ინტერვალებისათვის 0-დან 100 ან 110 წლამდე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9