| | |
ცხრილები მოკვდაობისა სიკვდილის მიზეზის მიხედვით წარმოადგენენ ჩვეულებრივი მოკვდაობის ცხრილების შემდგომ განვითარებას. მათი აგება ჩვეულებრივ ხდება 5-წლიანი ასაკობრივი ინტერვალების მიხედვით. ცხრილები მოკვდაობისა სიკვდილის მიზეზის მიხედვით გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს დემოგრაფიული პროგნოზირება, როდესაც მოკვდაობის საერთო დონის ც.მ.ს.მ.მ-ში რეალიზებულ კომპონენტებად დაშლა იძლევა მოკვდაობის პროცესის პროგნოზირების შესაძლებლობას.
მოკვდაობის ჩვეულებრივი ცხრილებისაგან განსხვავებით, რომელთათვის არსებობს მაჩვენებელთა აღიარებული სტანდარტული ნაკრები, ცხრილები მოკვდაობისა სიკვდილის მიზეზის მიხედვით მაჩვენებელთა შემადგენლობა იცვლება ანალიზის მისნებიდან გამომდინარე.
ცხრილები მოკვდაობისა სიკვდილის მიზეზის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად;
ფაქტობრივი მაჩვენებლები – ზომავენ მოკვდაობის ფაქტობრივ დონეს სიკვდილის ცალკეული მიზეზისაგან;
წმინდა მაჩვენებლები – ზომავენ მოკვდაობის ინტენსივობას რომელიმე მიზეზისაგან ყველა სხვა დანარჩენი მიზეზის მოქმედების აცილების შემთხვევაში;
ჰიპოთეზური მაჩვენებლები – აფასებენ მოცემული მიზეზით მოკვდაობის გავლენას მოკვდაობის საერთო დონეზე.
ცხრილები მოკვდაობისა სიკვდილის მიზეზის მიხედვით აგების პირველი გამოცდილება ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერს დანიელ ბერნულის 1760 წელს, ხოლო მისი იდეები განავითარა ცხრილები ე. დიუვილარმა 1814 წელს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |