ცე ცი ცო ცხ
ცხო ცხრ

ცხრილები მოკვდაობისა აქტუარული

E. Actuary life tables
Rus. Актуарные таблицы смертности
მოკვდაობის ცხრილები, რომლებიც შედგენილია სადაზღვევო კომპანიების მონაცემებით, ასაკისა და დაბადების წლის მიხედვით დაზღვეულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის საფუძველზე. ცხრილები მოკვდაობისა აქტუარული ახასიათებს ადამიანთა განსაკუთრებულ (დაზღვეულთა) ერთობლიობას და ამით განსხვავდება ჩვეულებრივი მოკვდაობის ცხრილებისაგან. ამავე დროს ცხრილები მოკვდაობისა აქტუარული ზოგიერთი სპეციფიკური დემოგრაფიული ამოცანის გადაწყვეტის საშუალებასაც იძლევა. მაგ. ცხრილები მოკვდაობისა აქტუარული გარკვეული დაჯგუფება სადაზღვევო თანხის სიდიდის მიხედვით (რომელიც დაზღვეულის შემოსავლის დონეზეა დამოკიდებული) მოკვდაობის სოციალური დიფერენციაციის შეფასების საშუალებას იძლევა. პირველი ცხრილები მოკვდაობისა აქტუარული აგებულ იქნა XVIII ს. ჰოლანდიაში ვილემ კერსებომის მიერ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9