პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სახით სხვა პირთათვის კისრულობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, დაზღვევის, ტვირთის გადაზიდვის, გემების ქირავნობის ხელშეკრულებათა დადების ან სავაჭრო საქმიანობის სხვა საგნების შუამავლობას ისე, რომ ეს მათგან არა აქვს ხელშეკრულებით მუდმივად დავალებული. ზემოთ ჩამოთვლილ გარიგებათა გარდა, სხვა გარიგებების, კერძოდ, უძრავი ნივთების გამო გარიგების შუამავლობის მიმართ, არ გამოიყენება ამ მუხლის წესები, მაშინაც კი, როცა შუამავლობა ხორციელდება სავაჭრო მაკლერის მეშვეობით. (საქართველოს კანონი“მეწარმეთა შესახებ”, მუხ. 12)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")