სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 679)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")