ნებაყოფლობით შექმნილი მრავალდარგოვანი სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები ახორციელებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, კვებითი და საყოფაცხოვრებო და- ნიშნულების მომსახურებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე აღნიშნული პროდუ ქციის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას. (საქართველოს კანონი “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ”, მუხ, 1)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")