სა სე სკ სო სპ სტ სუ
საა საბ საგ სად საე სავ საზ საი საკ სამ სან საო საპ სას საფ საქ საღ საშ საც საწ სახ საჯ საჰ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. (საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, მუხ. 2)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9