კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ერთიანდებიან ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე. (საქართველოს კანონი “საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ”, მუხ. 1)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")