სა სე სკ სო სპ სტ სუ
საა საბ საგ სად საე სავ საზ საი საკ სამ სან საო საპ სას საფ საქ საღ საშ საც საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ან სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს “საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. (საქართველოს კანონი “საპარლამენტო მდივნის შესახებ”, მუხ. 2, 3, 4) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.(საქართველოს კანონი “საპარლამენტო მდივნის შესახებ”, მუხ. 2, 3, 4) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდება პრემიერ-მინისტრი ბრძანებით. (საქართველოს კანონი “საპარლამენტო მდივნის შესახებ”, მუხ. 2, 3, 4)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9