სა სე სკ სო სპ სტ სუ
საა საბ საგ სად საე სავ საზ საი საკ სამ სან საო საპ სას საფ საქ საღ საშ საც საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო შესყიდვა

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა – განსაკუთრებული სახის შესყიდვა, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება – მომსახურება სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში, მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მომსახურება ტელე- და რადიომაუწყებლობის სფეროში, მომსახურება არქიტექტურის, საინჟინრო გამოკვლევისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დარგების სფეროში, მმართველობითი მომსახურება, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები და სხვა საქმიანობის სახეები, რომლებიც მიეკუთვნება ინტელექტუალურ მომსახურებას. (საქართველოს კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, მუხ. 3)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9