საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები. (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხ. 7)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")