საბაჟო რეჟიმებია: საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); საქონლის ტრანზიტი; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა; საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება; საქონლის დროებითი შემოტანა; საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება; საქონლის ექსპორტი. (საქართველოს საბაჟო კოდექსი. მუხ. 7)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")