ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათალიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, სანაწილე, ოდიკი, გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირი, სკვნილი, კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა და მირონის ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წმინდა წყალი, სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელე-კინო-ვიდეო-აუდიო და რადიო პროდუქცია. (საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება, ტერმინთა განმარტებანი)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")