ღონისძიება, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ.151, 152)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")