მაიონებელი გამოსხივების წყაროს მართვის ან წყაროზე კონტროლის დაკარგვა, გამოწვეული მისი გაუმართაობით, მუშაკის არასწორი მოქმედებით, სტიქიური უბედურებით ან სხვა მიზეზებით, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია ან რომლებმაც გამოიწვია მოსახლეობის დასხივება დადგენილ ნორმებზე მეტად ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება; აგრეთვე ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების უკონტროლო გაბნევა გარემოში, რის შედეგადაც გარემოს რადიაციული ფონის დონემ შეიძლება გადააჭარბოს ან უკვე გადააჭარბა წლიურ დოზურ ზღვარს. (საქართველოს კანონი “ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” მუხ. 4)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")