გა გე გი გრ
გად გაკ გამ გან გარ გას გაუ გაც

გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა)

მდგომარეობა, როდესაც შესაძლებელია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა პირის ქონებაზე ან ქონების განცალკევებულ მასაზე. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მოვალის – ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ამხანაგობის ქონებაზე. სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გაკოტრებას არ ექვემდებარებიან. (საქართველოს კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”, მუხ. 2)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9