და დე დი დო დრ დღ
დიდ დივ დილ დიპ დის

დიდი პალატა (საქართველოს უზენაესი სასამართლო)

საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს, თუ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას ან საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის ან დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას(ნორმის განმარტებას). დიდი პალატა შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 90 მოსამართლის შემადგენლობით. (საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ”. მუხ. 9, 10) – იხ. აგრეთვე “საქართველოს უზენაესი სასამართლო”
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9