უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. (საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”, მუხ. 2) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში. (საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”, მუხ. 2) დოქტორი – მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება. (საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”, მუხ. 2)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")